ახალი ამბები

უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

3 ოქტომბერი, 2019 •
უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

“რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომლები, ტელეკომპანია “ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, უდუმაშვილი და ლაფერაშვილი საგამოძიებო უწყებაში “ინტერმედიის” საქმეზე, 19:00 საათზე არიან დაბარებული.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2”-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა. პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო “რუსთავი 2”-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი