ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” საქმიანობას სწავლობს

24 მარტი, 2015 •
ცხინვალი “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” საქმიანობას სწავლობს

გამოცემასთან საუბარში კომისიის წარმომადგენლი, დმიტრი ტასოევი ამბობს, რომ ამგვარი ორგანიზაციების შექმნა, სადაც არ უნდა იყოს ისინი, ემსახურება “ნატოსა და აშშ-ის დაპყრობითი გეგმების გადაფარვას”. 

“მთელ მსოფლიოს უნდათ აჩვენონ, რომ აქ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის. ამიტომ ქართულმა სპეცსამსახურებმა  მოიფიქრეს ალტერნატიული არჩევნების გამართვა, ალეტერნატიული მთავრობის, პრეზიდენტის არჩევა. შექმნეს სახელწმიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, რომ მათი მეშვეობით სახმრეთ ოსეთის ხალხის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინონ და ამავე დროს ააცილონ ისინი პასუხისმგებლობას. რაც ყველაზე მთავარია, იმისთვის, რომ ასეთმა ორგანიზაციამ იარსებოს, მასში წარმოდგენილი უნდა იყვნენ ოსი ეროვნების ადამიანები. ამიტომაც იქ იყვნენ მოღალატეები. უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ორგანიზაციის საქმიანობას პოლიტიკური შეფასება მივცეთ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში.”

 

მისივე თქმით, გაურკვეველია, აქამდე რატომ არ განიხლებოდა ეს საკითხი.


“ჩვენ ყველა პლატფორმაზე უნდა დავანახოთ, რომ სამხრეთ ოსეთი კი არ დასხმია თავს საქართველოს, ასეთი ორგანიზაციების შექმნითა და მიუღებელი მეთოდებით საქართველომ მოუწყო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას გენოციდი. ჩვენ შევაგროვეთ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან მასალები, შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შევიდნენ”.

მისი თქმით, ამ მასალებში არის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ არიან მოქალაქეები, ვინც სამშობლოს უღალატა და მტრის მხარეს გადავიდა. ამ ფაქტების საფუძველზე კი, როგორც ტასოევი ამბობს, სამართალმდაცავი ორგანოები იმუშავებენ, რომ სამომავლოდ ამ ფაქტების განხილვა სასამართლომდეც მივიდეს.

 

“თავად ეს ალტერნატიული მთავრობა, ისევე როგორც მთლიანად თბილისი, საფრთხეს წარმოადგენს სამხრეთ ოსეთისთვის. ამ ორგანიზაციის საქმიანობის დროს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჯაშუშური ქსელი იყო შექმნილი. ბევრი მისი წარმომადგენელი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ იყო დავერბოვკებული, და დღესაც მათ აქვთ საკუთარი მეთოდები, რომლითაც ისინი ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეზე გავლენას ახდენენ.”

 

პარლამენტარი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე თბილისს გავლენის ერთ-ერთ სფეროდ ჯანდაცვაც რჩება.

 

“ზოგიეთი ჩვენი მოქალაქე იძულებულია მკურნალობა საქართველოში გაიაროს და იქ ყველა მომსახურება მათ უფასო აქვთ, მაშინ, როდესა, მათსავე მოქალაქეებს ფულის გადახდა უწევთ. ეს ყველაფერი ისე უბრალოდ არ ხდება. ამასთან, ხელი შევუშალოთ ადამიანებს, ვინც იქ სამკურნალოდ მიდის, არაეთიკური და არაადამიანურია იმიტომ, რომ ხალხს სხვა გზა არ აქვს”, – ამბობს ტასოევი.


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2007 წელს მიიღეს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი