აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორია ილიაუნის გამოეყო და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.
ობსერვატორიის სსიპ-ის კონტროლი განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაევალება. სწორედ სამინისტრო დანიშნავს მის ხელმძღვანელ პირსა და შეიმუშავებს წესდებას.