ქართულ-შვედური ქვიარ დრამა, სახელწოდებით „და ჩვენ ვიცკვეთ“, ნომინირებულია ევროპის საუნივერსიტეტო ფილმის ჯილდოზე.
The European Film Academy and @FilmfestHamburg take great pleasure in announcing the five nominated films for the European University Film Award (EUFA). This award is presented by university students from across Europe. #efa2018
? https://t.co/S9ICH8oNWL pic.twitter.com/K536YCMOJw
— European Film Awards (@EuroFilmAwards) September 25, 2018
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე.
„ევროპის საუნივერსიტეტო ფილმის ჯილდოზე“ ლევან აკინის ნამუშევარი სხვა ოთხ ფილმთან ერთადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები არიან:
- ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტუნია (GOD EXISTS, HER NAME IS PETRUNIJA)
- პირანიები (PIRANHAS)
- PORTRAIT OF A LADY ON FIRE
- SYSTEM CRASHER
ნომინირებულ ფილმებს 25 ქვეყანაში 25 უნივერსიტეტი განიხილავს და ხუთიდან ერთ ფილმს შეარჩევს. საბოლოოდ, გამარჯვებული 5 დეკემბერს გამოცხადდება, დაჯილდოების ცერემონია კი 7 დეკემბერს, ევროპის ფილმების 32-ე დაჯილდოებაზე გაიმართება ბერლინში.