ახალი ამბები

“ლელომ” გუგუტიანთკარში მცხოვრები რაზმაძეებისთვის გადასაცემი სახლი გორში ჩაიტანა

1 ოქტომბერი, 2019 •
“ლელომ” გუგუტიანთკარში მცხოვრები რაზმაძეებისთვის გადასაცემი სახლი გორში ჩაიტანა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრებმა გუგუტიანთკარში მცხოვრები რაზმაძეების ოჯახისთვის გადასაცემი კოტეჯი გორში ჩაიტანეს და მერიისგან ითხოვენ რაზმაძეებისთვის, რომლემბმაც მავთუხლართების მონტაჟის გამო საცხოვრებელი დაკარგეს, მიწის ნაკვეთის გადაცემას.

ასაწყობი ხის კოტეჯი ამ დროისთვის გორის მერიის შენობასთანაა მოთავსებული. როგორც მოძრაობის წევრი თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, მათი მიზანი გუგუტიანთკარში გამყოფი ხაზის გამაგრებაა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, გუგუტიაანთკარელ რაზმაძეებთან დაკავშირებით ამ დრომდე გორის მერიისთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს. მერიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ რაზმაძის ოჯახსისთვის ხის კოტეჯს ჩამოიტანს, მერია თავად დაუკავშირდა ოჯახს:

“როგორც მათ განაცხადეს, რაზმაძეები მზად არიან მიიღონ ხის კოტეჯი, რომელსაც შემდეგ საკუთარი შეხუდულებისამებრ გამოიყენებენ და უარს ამბობენ ყოველგვარ პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩაბმაზე”, – ამბობენ გორის მერიაში.

“რადო მოზაიკასთან” გივი რაზმაძის შვილი აცხადებს, რომ სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრება აღარ სურთ და კოტეჯის დასადგმელად ფართის გამოყოფას ქალაქის ტერიტორიაზე ითხოვენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაზმაძეების ოჯახი გუგუტინთკარში ცხოვრების სურვილს არ გამოთქვამს, კოტეჯს სხვა პირებს გადასცემენ, რომლებიც ნაგებობას გუგუტიანთკარში დადგამენ:

“მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა ერთ-ერთი მაცხოვრებელი აიძულეს, რომ სახლი თავისივე ხელით დაეშალა, მამუკა ხაზარაძე, იმ მიზნით, რომ რაზმაძეებს სოფელი არ დაეტოვებინათ, ერთი თვის ვადაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას დაჰპირდა და შეასრულა კიდეც ამ ვადაში ეს პირობა. ეს კოტეჯი კომფორტულია და მისი მიზანია, რომ ე.წ. საზღვართან კიდევ ერთი ოჯახი არ აიყაროს. თუ მათ არ ენდომებათ ეს შეთავაზება, გუგუტიაანთკარელ სხვა მაცხოვრებელს გადავცემთ, ვინც იქ შეძლებს ცხოვრებას”, -აცხადებს მოძრაობა “ლელოს’ წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი