ახალი ამბები

გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა უკანანონო კონსტრუქციები აღმართეს – სუსი

20 იანვარი, 2020 • 1354
გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა უკანანონო კონსტრუქციები აღმართეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

მიმდინარეობს მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – ამბობს უწყება.

მათივე თქმით, სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია.

საოკუპაციო ხაზთან ხეების მონიშვნის შესახებ 2016 წლიდან ვიცით – სუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი