ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

29 სექტემბერი, 2019 • 1268
“ნაციონალური მოძრაობა” ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

“ერთიანი ნაციოლაური მოძრაობა” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ზალკალიანმა პარლამენტში უნდა განმარტოს, თუ რატომ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საზოგადოებისგან ფარულად და დეპუტატებს მიაროდოს ინფორმაცია, თუ რაზე ესაუბრა სერგეი ლავროვს:

“პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად  ჩვენ ვიბარებთ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში. მან უნდა აგვიხსნას რატომ მოხდა ზურგს უკან აბსოლუტურად საზოგადოებისგან ფარულად ეს შეხვედრა. რატომ იტყუებოდნენ თითქოს ეს არ იყო ქართული მხარის ინიციატივა და ლავროვმა განაცხადა რომ საქართველო იყო ამის მოსურნე და საერთოდ რაზე იყო საუბარი და რა მიზებს მიაღწიეს. ჩვენ ვხედავთ რომ ეს შეხვედრა არათუ უშედეგოდ, საქართველოს საწინაარმდეგოდ დასრულდა” – ამბობს ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე:

შეხვედრა ზალკალიანის თხოვნით გაიმართა და ფრენების აღდგენაზე ვისაუბრეთ – ლავროვი

მასალების გადაბეჭდვის წესი