ახალი ამბები

შეხვედრა ზალკალიანის თხოვნით გაიმართა და ფრენების აღდგენაზე ვისაუბრეთ – ლავროვი

28 სექტემბერი, 2019 •
შეხვედრა ზალკალიანის თხოვნით გაიმართა და ფრენების აღდგენაზე ვისაუბრეთ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დავით ზალკალიანთან შეხვერაზე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ისაუბრეს და ეს საკითხი შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა.

ლავროვი ასევე ირწმუნება, რომ შეხვედრა თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით გაიმართა.

“მე მისი [ზალკალიანის] ვრცელი კომენტარები წავიკითხე და ჩემი აზრით, მისმა კომენარებმა უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე თავად ეს შეხვედრა იყო.

სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე ზალკალიანი დაინტერესდა როდიდან განახლედება ფრენები რუსეთთან. მე მას ავუხსენი, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზნით რაიმე ხელოვნურ ხერხებს არასდროს მიმართავს. თუ საქართველოს ხელისუფლება წინ წაიწევს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში და არ დაეყრდნობა რუსოფობებს, რომლებსაც ჩემი აზრით ყოფილი პრეზიდენტი იყენებს, მაშინ ავიამიმოსვლის განახლების საკითხს პირადად დავაყენებდი.

როდესაც ფრენების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინვე ვთქვით, რომ ეს დროებითი ზომა იყო. ჩვენ ამ აკრძალვას გავაუქმებთ მას შემდეგ რაც ვითარება ნორმალიზდებოდა,”-აცხადებს ლავროვი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი,  საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​


საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი