ახალი ამბები

შეწყალებაზე გადაწყვეტილება ჩემით მივიღე – სალომე ზურაბიშვილი

28 სექტემბერი, 2019 •
შეწყალებაზე გადაწყვეტილება ჩემით მივიღე  – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 28 აგვისტოს მსჯავდებული პირების შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ზურაბიშვილის თქმითვე, შეწყალების პროცესისას რაიმე ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს, შესაბამისად, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება გარკვეული გარემოებების შეფასების საფუძველზე უწევს.

“ჩემით მივიღე გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის ერთი ადამიანის შეფარება რომელიც პრეზიდენტია და მას შეწყალების უფლება აქვს. პრეზიდენტმა უნდა შეაფასოს გარემოებები და არ უნდა გამართოს ახალი სასამართლო პროცესი.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეწყალება ვინმეს გამართლება არ არის და საერთოდაც შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს,”-აცხადებს პრეზიდენტი.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი