ახალი ამბები

სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმეების გამოძიებით პროკურატურის მიმართ ნდობა გაიზარდა – ვასაძე

27 სექტემბერი, 2019 • 989
სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმეების გამოძიებით პროკურატურის მიმართ ნდობა გაიზარდა – ვასაძე

უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს, რომელსაც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი უკავია, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლებრივი საქმეების გამოძიებით საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობა გაიზარდა.

ამის შესახებ ვასაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ისაუბრა. კომიტეტში უკვე რამდენიმე დღეა უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

მამუკა ვასაძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მამუკა ჩიქოვნმა სთხოვა, დაესახელებინა მისი უშუალო მონაწილეობით გამოძიებული საქმეები, რომლის გამოძიებითაც უწყების მიმართ ნდობა გაიზარდა.

“ასეთი არაერთი სისხლის სამართლის საქმე მინდა დაგისახელოთ, რომელიც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოიძია. ესენია: ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები.  შეგახსენებთ, რომ ოთხი საქმეა, საიდანაც ორზე განაჩენია დამდგარი. ყოფილი პრემიერისა და ვაზაგაშვილის საქმეები… ვფიქრობ, ეს ის სისხლის სამართლის საქმეებია, რომელმაც საზოგადოებაში, სავარაუდოდ, ნდობის ხარისხი პროკურატურის მიმართ გაზარდა”, – აცხადებს ვასაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი