“9 მილიარდ რუბლზე მეტი მიმართული იქნება 36 პროექტის რეალიზაციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების, კულტურის, განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა”, – განაცხადა პუტინმა დღეს, 18 მარტს, კრემლში ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, ცხინვალში იგეგმება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობაც.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დროს თქვა, 2008-2014 წლებში რუსეთის დაფინანსებამ სამხრეთ ოსეთში 43 მილიარდი რუბლი შეადგინა.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს დღეს, 18 მარტს კრემლში პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს.
| ||