“საქნახშირი” ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებას წყვეტს და ბაზრიდან გადის. როგორც კომპანიის დირექტორი ჯამბურ ჯაყელი ამბობს, მათ ახალი ინვესოტორი Steel International Trade Company ჩაანაცვლებს.
ახალი ინვესტორის წარმომადგენლის, ალექსანდრე ჩოჩიას თქმით, მისი კომპანია ქართულ ბაზარზე ორი წელია არსებობს და აქამდე ქვანახშირის ყიდვით არის დაკავებული. სწორედ Steel International Trade Company იღებს ვალდებულებას, რომ მეშახტეების სახელფასო ვალდებულებას გაისტუმრებს.
“ჩვენი კომპანიის მთავარი ინტერესი, რომ ტყიბულის საბადოში ინვესტირება განახორციელოს, იყო ის, რომ მრავალი წელია ნახშირით ვვაჭრობთ. ჩვენ ვსაქმიანობთ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა, არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებშიც. კომპანია ქვანახშირის ექსპორტს აფრიკის ქვეყნებიდანაც ეწევა. თავად ქართული კომპანია ორ წელზე მეტია ბაზარზე, თუმცა თანამშრომლები ბევრად უფრო გამოცდილია. ჩვენს საინვესტიციო პროგრამას სახელმწიფოსა და ტყიბულელებს წარვუდგენთ. ინვესტიცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და პირველი ეტაპის ჯამური რაოდენობა 8-10 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაახლოებით ორ წელიწადში უნდა დაიხარჯოს,”-აცხადებს ჩოჩია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩოჩიამ 2019 წლის 27 მარტს “ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა.
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანია “საქნახშირი” ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის ნახშირის საბადოებს ფლობდა.
ფოტოზე: ტყიბულის მაღარო/რადიო თავისუფლება
“სხვა გზა არ გვაქვს” – ვინ და რატომ ითხოვს ტყიბულის შახტების ამუშავებას