ახალი ამბები

პრეზიდენტი Paramount Pictures-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

25 სექტემბერი, 2019 • 1516
პრეზიდენტი Paramount Pictures-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ბლუმბერგის” ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო, რომელსაც მასპინძლობას უწევდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. სალომე ზურაბიშვილმა გამართა შეხვედრა Paramount Pictures -ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეიმს ჯიანოპულოსთან, რომელსაც პრეზიდენტმა სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” პირობები გააცნო. ჯეიმს ჯიანოპულუსმა დიდი დაინტერესება გამოხატა აღნიშნული პროგრამის მიმართ. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტმა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მრავალფეროვნებაზე, არქიტექტურასა და ხელმისაწვდომ ბიზნესსერვისებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი