აფიშაახალი ამბებიხელოვნება

საქართველო იტალიელი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს

25 სექტემბერი, 2019 • 11867
საქართველო იტალიელი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს

27 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველო იტალიელი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს მოიცავს და გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გვიანი რენესანსიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე ეპოქის ნამუშევრები.

საქართველოს ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ გამოფენაზე თავმოყრილი იქნება ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 სურათი. 

მნახველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს იმ ეპოქის ჩრდილოეთ იტალიაში არსებულ ფერწერის ძირითად სკოლებს, ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე), ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი).

ექსპოზიციზე წარმოდგენილი იქნება იმდროინდელი მხატვრობის სტილებისა და ჟანრების (პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის) ვრცელი პანორამა. 

ისტორიული, ალეგორიულ – რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ოთხი ესკიზი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი