ახალი ამბები

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

24 სექტემბერი, 2019 • 1357
დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ხვალ, 25 სექტემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყებაში განუცხადეს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

გაბუნიამ გუშინ, 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ჩართული არ ყოფილა პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების პროცესში და თავადაც აღშფოთებულია აღნიშნული შეწყალებებით:

“მე ველოდები გამოძიებას. გამოძიება დაიწყო… გამოძიება ჯერ არ დამკავშირებია, რომ დამიკავშირდებიან, შეგატყობინებთ. აბსოლუტურად გამჭვირვალედ უნდა წავიდეს ყველა პროცესი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი