ანგი ხუციშვილი პროკურტურაში პატიმრების შეწყალების საქმეზე დაიბარეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში 26 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიბარეს. ანგი ხუციშვილს პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე გამოკითხავენ.

მანამდე პროკურატურაში დაიბარეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – დიმიტრი გაბუნიაც.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

გაბუნიამ გუშინ, 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ჩართული არ ყოფილა პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების პროცესში და თავადაც აღშფოთებულია აღნიშნული შეწყალებებით:

“მე ველოდები გამოძიებას. გამოძიება დაიწყო… გამოძიება ჯერ არ დამკავშირებია, რომ დამიკავშირდებიან, შეგატყობინებთ. აბსოლუტურად გამჭვირვალედ უნდა წავიდეს ყველა პროცესი.”

დიმიტრი გაბუნია: პრეზიდენტის შეწყალებებით მეც აღვშფოთდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან