ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა – სუსი

24 სექტემბერი, 2019 • 800
საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 24 სექტემბერს საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. 

“აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM),”-აცხადებენ უწყებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი