ახალი ამბები

პაპავა აუდიტის დასკვნას ₾ 24 000-იან წიგნზე მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკას უკავშირებს

23 სექტემბერი, 2019 •
პაპავა აუდიტის დასკვნას ₾ 24 000-იან წიგნზე მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკას უკავშირებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ვლადიმერ პაპავა, აუდიტის დაკსვნას, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წელს თსუ-მ წიგნები თავისვე რექტორისგან კანონდარღვევით შეიძინა, მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკას უკავშირებს.

ამ ანგარიშში აუდიტის სამსახური ამბობს, რომ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, 2014 წლის განმავლობაში რექტორს საქვეანგარიშოდ ეტაპობრივად გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების შესაძენად კომპანია Nova science publishers-გან.

მაშინ თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა იყო.

“სახელმწიფო აუდიტი როდესაც აკეთებს ასეთ დაკსვნას დღესავით ნათელ საქმეზე, სადაც აბსოლუტურად არანაირი სარგებელი არ ჩანს და ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა… თანაც, ყველფერი დოკუმენტურად არის გაფორმებული.

ვინც ლადო პაპავას იცნობს, იცის, რომ მე ვარ კრიტიკული განწყობის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიმართ. ის, რაც მოხდა უნივერსიტეტში, რის გამოც მე გადადგომა მომიწია, ეს იყო თავიდან ბოლომდე სუს-ის დადგმული სპექტაკლი. მე ეს მაშინაც ვთქვი, გადადგომისთანავე.

ვისაც უნდოდა ჩემი წასვლა, ვისაც არ ვაძლევდი უნივერსიტეტის ქონებას. ნათქვამი მაქვს მე ეს ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ეს მოდიოდა მთავრობისგან“, – ამბობს ვლადიმერ პაპავა “მთავარ არხთან“ საუბარში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი