ახალი ამბები

პაპავა პატრიარქს შეხვდა – “ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისათვის, რომ ილოცონ”

16 მარტი, 2016 •
პაპავა პატრიარქს შეხვდა – “ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისათვის, რომ ილოცონ”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ განაცხადა, რომ პატრიარქს შეხვდა და მას უნივერსტეტში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

“შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით, ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო, კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია, დღეს რა მდგომარეობაა. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისათვის, რომ ილოცონ,”- აცხადებს ლადო პაპავა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ურყევი პოზიცია აქვს და გადადგომას არ აპირებს.

დღეს სტუდენტების ორმა ჯგუფმა- აუდიტორია #115-მა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა- თსუ-სთან პარალელურ აქციები გამართა. აუდიტორია #115-ის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის სტრუქტურული რეფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტის ფინანსებზე დაშვების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, უნდა გამოიძიონ თსუ-ში მომუშავე ოდეერის საკითხი.

რაც შეეხევა სტუდენტურ თვითმმართველობას, ისინი კვლავ რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი