ახალი ამბები

ალანიას თქმით, “მუხროვანის ამბოხის” საქმეზე მასზე ზეწოლა არ ყოფილა

23 სექტემბერი, 2019 • 1343
ალანიას თქმით, “მუხროვანის ამბოხის” საქმეზე მასზე ზეწოლა არ ყოფილა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია აცხადებს, რომ “მუხროვანის ამბოხის” საქმის განხილვისას მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

შესაბამისი კითხვით მას თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მიმართა.

“არა, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მსგავსი ქმედება არ მინდა ვუსურვო არცერთ სახელწმიფოს… მსგავსი ქმედება და მათ ასევე თქვეს, რომ არ დაემორჩილნენ ხელმძღვანელობას. ეს არის ზუსტად დანაშაული, როცა არ ემორჩილები ხელძღვანელობას და კანონით დასჯადია ნებისმიერი ქვეყანაში. ნამდვილად არ ვუსურვებ საქართველოს მსგავსს. მსგავსი შემადგენლობის და ფაბულის შემთხვევაში ჩემი მხრიდან და ნებისმიერი სხვა მოსამართლის მხრიდან მიიღება იგივე გადაწყვეტილება”, – განაცხადა ალანიამ.

მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წელს განიხილა 5 მაისს მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საქმე (ე.წ. მუხროვანის ამბოხი). პირველი ინსტანციის სასამართლომ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს, ლევან ამირიძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა; კობა ოთანაძეს – 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს, შოთა (მამუკა) გორგიაშვილს – 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა. სააპელაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა იმ პირთა საჩივრები, რომლებმაც განაჩენი გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომელიც შვიდი
სამოქალაქო პირისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა. კოლეგიამ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

ამავე თემაზე

„მუხროვანის ამბოხი“ ცხრა თვის შემდეგ – სტატია „ბათუმელების“ არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი