ახალი ამბები

 Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაზე ინფორმაცია ყალბია – მაგთი

23 სექტემბერი, 2019 • 1189
 Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაზე ინფორმაცია ყალბია – მაგთი

მაგთიკომის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Samsung Galaxy S10-ს ათამაშებს, ყალბია. მაგთი მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ პირადი მონაცემები უცხო პირებს არ გაუზიარონ.

“კვლავ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ მაგთიკომი ათამაშებს Samsung Galaxy S10-ს შემდეგი ტექსტით:
„გილოცავთ! თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 20 მომხმარებელიდან, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით!“

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

გაითვალისწინეთ, რომ მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებ-გვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე”, – ნათქვამია მაგთის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი