ახალი ამბები

კომიტეტში უზენაესი სასამართლოს კანდიდატის მოსმენა კამათით დაიწყო

23 სექტემბერი, 2019 • 791
კომიტეტში უზენაესი სასამართლოს კანდიდატის მოსმენა კამათით დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება, კამათით გაიხსნა.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თითო კანდიდატთან ინტერვიუსთვის თითოეულ ფრაქციას 20 წუთი ექნება, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატებს, ჯამში, (კითხვა/პასუხებისთვის) 40 წუთი. ოხანაშვილის თქმით, თუ ეს დრო საკმარისი არ იქნება, დეპუტატებს ინტერვიუს დაასრულებენ.

ეს საკითხი გააპროტესტა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, პარლამენტში 11 დამოუკიდებელი დეპუტატია და ეს დრო მათ არ ეყოფათ. ეკა ბესელიას თქმით, მხოლოდ კითხვებისთვის მათ 1 საათი მაინც სჭირდებათ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, 1 კანდიდატზე, მათი აზრით, 1 სამუშაო დღე უნდა დაიხარჯოს. საბოლოოდ ოხანაშვილი ბესელიას შეთავაზებას დათანხმდა.

დღეს თამარ ალანიას მოუსმენენ. ალანიას პორფტოფლიოს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

 

მასალების გადაბეჭდვის წესი