მამედოვის თქმით, აზერბაიჯანელი ბიზნესმენები მზად არიან ჩადონ ინვესტიციები და აწარმოონ ვაჭრობა ბელორუსთან. მან განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა კარგ საფეხურზეა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვა სამჯერ გაიზარდა, ეს კიდევ არ არის ზღვარი. მისი თქმით, აზერბაიჯანში მოქმედებს 28 კომპანია ბელორუსული კაპიტალით.
trend.az-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ორ ქვეყანას შორის შეთანხმებათა სამართლებრივი ბაზა 90-ზე მეტ დოკუმენტს ითვლის. პრიორიტეტული მიმართულებებია სამრეწველო თანამშრომლობა, ერთობლივი სამეცნიერო და მაღალტექნოლიგიური პროექტები, მშენებლობა, განათლება და ჯანდაცვა. გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შექმნიან ერთობლივ ინდუსტრიულსა და აგრო-პარკებს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |