ახალი ამბები

უმეტესობა თვლის, რომ ტურიზმის სექტორი რუსული ემბარგოს გამოწვევას დაძლევს – NDI

19 სექტემბერი, 2019 • 883
უმეტესობა თვლის, რომ ტურიზმის სექტორი რუსული ემბარგოს გამოწვევას დაძლევს – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, უმეტესობა თვლის, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ტურისტული ემბარგო ტურიზმზე ცუდად აისახება, თუმცა ეს სექტორი ამ გამოწვევას დაძლევს.

გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის, კერძოდ, 87%-ისთვის ცნობილია, რომ რუსეთმა 20 ივნისის მოველენების შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა.

46%-ის აზრით, ეს აკრძალვა ტურიზმის ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახება, თუმცა სექტორი ამ გამოწვევას დაძლევს, 34 პროცენტი ფიქრობს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატაარა CRRC-მა და მისი ცდომილება +/- 1.7-%-ია. სულ გამოიკითხა 2 131 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი