ახალი ამბები

გახარიას გადადგომის მოთხოვნას უფრო მეტი ეთანხმება, ვიდრე არ ეთანხმება — NDI

19 სექტემბერი, 2019 • 1651
გახარიას გადადგომის მოთხოვნას უფრო მეტი ეთანხმება, ვიდრე არ ეთანხმება — NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ვიდრე არ ეთანხმება.

კვლევის ეს ნაწილი კონცენტრირდება 20 ივნისის აქციის მოვლენებზე. დარბევის შესახებ გამოკითხულთა 92%-ისთვის იყო ცნობილი. ამ სეგმენტის 46% ამბობს, რომ ეთანხმება გახარიას გადადგომის მოთხოვნას, 39% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება; პასუხზე უარს 1% აცხადებს, 14% კი ამბობს, რომ არ იცის.

ჩაშლილი მონაცემების თანახმად, გახარიას გადადგომას სოფლად მცხოვრები ადამიანების გაცილებით მეტი პროცენტი ითხოვს, ვიდრე ქალაქად მცხოვრებლების.

წყარო: NDI

ნახეთ კვლევის შერჩევა, მეთოდოლოგია, ცდომილება

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის შერჩევა

ნახეთ ასევე:

უმრავლესობა ფიქრობს, რომ 20 ივნისის დარბევისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს – NDI

მასალების გადაბეჭდვის წესი