ახალი ამბები

მოძრაობა “ლელოს” პირველ 12 წევრს ხაზარაძე 18 სექტემბერს წარადგენს

17 სექტემბერი, 2019 • 1643
მოძრაობა “ლელოს” პირველ 12 წევრს ხაზარაძე 18 სექტემბერს წარადგენს

მამუკა ხაზარაძე თავისი მოძრაობის, “ლელოს“ პირველ 12 წევრს ხვალ, 13:00 საათზე წარადგენს. ამის შესახებ ნეტგაზეთს მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს.

მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობა “ლელო” 12 სექტემბერს დააფუძნა და თქვა, რომ მალევე დააფუძნებს პარტიასაც. ამავე დღეს მან თქვა, რომ მოძრაობა ყველა სფეროში 12 ლიდერს მოძებნის.

მამუკა ხაზარაძის დაანონსებული სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ ოფიციალურად პოეტმა რატი ამაღლობელმა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ორგანიზაციის დირექტორადაც თავად რატი ამაღლობელია დარეგისტრირებული.

„ნეტგაზეთს“ რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ „ლელოს“ უერთდება, მათ შორის არიან ოქტაი ქაზუმოვი, საბა ბუაძე, ლევან ბოძაშვილი და კახა კოჟორიძე. „ლელოს“ სპიკერი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

ვრცლად:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი