ახალი ამბები

“ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში“ – ხაზარაძე თავისი მოძრაობის სტრუქტურაზე

12 სექტემბერი, 2019 • 1482
“ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში“ – ხაზარაძე თავისი მოძრაობის სტრუქტურაზე

მამუკა ხაზარაძე, რომელმაც დღეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ დააფუძნა, ამბობს, რომ მის მოძრაობას “ჰორიზონტალური სტრუქტურა” ექნება.

ხაზარაძე განმარტავს, რომ ის და მისი თანამოაზრეები ყველა სფეროში, იქნება ეს მედიცინა თუ განათლება, “მრგვალი მაგიდის გარშემო“ 12 სპეციალისტს მოძებნის.

“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს, ეს გაერთიანება – უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის ან სხვა რომელიმე სახელის პოლიტიკური პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა – მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული.

მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ კონკრეტულ თარიღებსა და მიზნებს დავასახელებთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან, ან იქნება ჭაობში. ეს ჭაობი მენტალური ჭაობია.

ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი უკვე დაყწებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში… მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაცს, ლიდერს სოფელში… 12 ლიდერ ქალსა და კაცს რაიონში, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, რომელიმე მესიის ან ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია და ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს და მას ამის გაკეთება შეუძლია.

112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ეს დამთხვევაა დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს – ილია ჭავჭავაძეს 12 ადამიანს, ინჟინერს ეძებდა, რომ ეს ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველამ, გვერდზე მიმოვიხედოთ და ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ქვეყნის სამსახურისთვის შევკრიბოთ,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

მასალების გადაბეჭდვის წესი