ახალი ამბები

“თაშრე”, “კრუიზი” და კიდევ 50-მდე ობიექტი, სადაც სურსათის სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა

17 სექტემბერი, 2019 • 4854
“თაშრე”, “კრუიზი” და კიდევ 50-მდე ობიექტი, სადაც სურსათის სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმაშენებლის და ბელიაშვილის ქუჩაზე კვების 57 ფილიალი შეამოწმეს, საიდანაც 13-ში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა. 46 ობიექტში ნაკლები სიმძიმის დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო დარღვევების გარეშე მხოლოდ 7 ობიექტი მუშაობდა.

უწყება ამბობს, რომ ამ 13 ობიექტს, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.

რაც შეეეხება სხვა დარღვევებს, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც სურსათის სააგენტომ ბიზნესოპერატორები დააჯარიმა.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის არიან რესტორანი “თაშრე” (საქმიანობა ეტიკეტირების გარეშე) და “კრუიზ ჯორჯია” (ვადაგასული სურსათი). შემოწმებული ობიექტების სრული სია კი გამოიყურება შემდეგნაირად:

მასალების გადაბეჭდვის წესი