გამოძიების ცნობით, დაკავებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, რომელმაც მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელები თბილისის ტერიტორიაზე აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.





