ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი თიანეთს ესტუმრა

14 სექტემბერი, 2019 • 1692
საქართველოს პრეზიდენტი თიანეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საბადურების ტყის დათვალიერების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

პრეზიდენტი თიანეთში პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეწვია და ქართველი ქალი პოეტების კონკურსს ხვარამზეობას დაესწრო. პრეზიდენტმა რეგიონში სტუმრობისას დაათვალიერა ასევე მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი.

საქართველოს პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო” ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესის გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტს რეგიონში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსმა ვატო ჭელიძემ უმასპინძლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი