ახალი ამბები

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

7 მარტი, 2015 •
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დღეს, 7 მარტს დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის განაცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მათი დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო.

მოსკოვში 27 თებერვალს, საღამოს, ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.

ნემცოვი 1998 წელს ელცინის პრეზიდენტობისას ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი იყო. ნემცოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. 2008 წლიდან იგი რუსული ლიბერალური მოძრაობის, “სოლიდარნოსტის” აქტიური წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი