ახალი ამბები

წულუკიანი: ათასამდე გადასახედ განაჩენზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს

4 მარტი, 2015 •
წულუკიანი: ათასამდე გადასახედ განაჩენზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს

“რაც შეეხება განაჩენების გადახედვას, აქაც არის ასეულობით საქმე, ათასამდე განჩენია გადასახედი და ამ ათასამდე გადასახედ განაჩენზე ალბათ ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ დადგინდეს, იყო თუ არა ესა თუ ის განაჩენი უკანონო გამოძიების შედეგი და ხომ არ იყო მტკიცებულებები მოპოვებული ზეწოლის, ცუდი მოპყრობის და წამების შედეგად,”– განაცხადა წულუკიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, ეს დეპარტამენტი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მოქალაქეთა უფლებები აღდგეს და დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას: 

 

“ეს დეპარტამენტი მოწოდებულია იმისთვის, რომ ის თემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დღემდე აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანისთვის უფლებები არის აღმდგარი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და საჭირო იყო სპეციალური ორგანოს არსებობა იმისათვის, რომ ეს საქმე მივიდეს ბოლომდე და დაუსჯელობის სინდრომი არა მხოლოდ აღმოიფხვრას, არამედ არასდროს არც ერთი ხელისუფლების პირობებში აღარ განმეორდეს მსგავსი რამ.”

 

წულუკიანის განცხადებით,  სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაფერი საბოლოოდ თანხებამდე მიდის. ის ამბობს, რომ არის საქმეები, რომელიც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანახარჯებით მოგვარდეს და პირველ რიგში, სწორედ ამ საქმეებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. 

 

“კერძოდ, ის საქმეები, რომელიც ეხება ჩამორთმეულ ქონებას, საგარანტიო ნაკვეთს თუ სხვას, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება სახელმწიფოს ხელში და, მე ვფიქრობ, სწორედ ამ საქმეებით უნდა დაიწყოს პირველ რიგში და შემდეგ გაგრძელდეს სხვა საქმეებზე მუშაობა,”– განაცხადა წულუკიანმა. 

 

პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, 4 მარტს გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იქნება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი