ახალი ამბები

უსუფაშვილი: ივანიშვილს კოალიციაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოქალაქეს

3 მარტი, 2015 •
უსუფაშვილი: ივანიშვილს კოალიციაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოქალაქეს

ეს განცხადებება უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, ივანიშვილს მმართველ კოალიციაზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს.

 

„ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის ქვეყნიდან გაქრებოდა. მან თქვა, რომ პოლიტიკიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიდის, მან არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ჩამოაყალიბა. კი, ის აკეთებს კომენტარებს, და ეს არ არის ერთი უბრალო მოქალაქის კომენტარები. ის ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას და ნდობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც მან შექმნა.


ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ კლასზე და მმართველ კოალიციაზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, ორას ან ათას მოქალაქეს ერთად აღებულს, რადგან მან შექმნა პარტია, რომელიც ახლა მმართველობაშია,“– განაცხადა უსუფაშვილმა.


“ამერიკის ხმის” ცნობით, უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ლარის დევალვაციაზე და უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ  უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გაგრძელებაა. 


“ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე რუსული აგრესია საქართველოში გრძელდება და რომ ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ,“ – თქვა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი