ახალი ამბები

კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა – შსს

8 სექტემბერი, 2019 • 4776
კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა – შსს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ინციდენტს, რომელიც დღეს პარლამენტის წინ მოხდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მონაიწლეობით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.

ინციდენტში პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო.

საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი