ახალი ამბები

“მე თქვენ დაგასრულებთ” – გიორგი გახარია ენმ-ს

6 სექტემბერი, 2019 • 4044
“მე თქვენ დაგასრულებთ” – გიორგი გახარია ენმ-ს

“ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ… თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020-ში ქუჩაში დარჩებით”, – ეს განცხადება პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გააკეთა პარლამენტში, ენმ-ის ფრაქციასთან შეხვედრაზე.

“რაც შეეხება ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშნელოვნად მინდა აღვნიშო, ეს არის ჩვეულებრივი ენმ-ის სახე: ტყუილი, როცა სიმართლის ჩანაცვლება ხდება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც”, – განაცხადა გახარიამ.

ამის შემდეგ ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა სხდომის შეწყვეტის ინიციატივა დააყენა, მისი თქმით, გახარია კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, რომლებიც მანამდე დაუსვეს. ენმ-ის წევრები მანამდე ითხოვდნენ, პარლამენტში შეეშვათ ის აქტივისტები, რომელთა სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე დღეა საკანონმდებლო ორგანოში მათ არ უშვებენ. აქტივისტები აღნიშნულს შენობის გარეთ, ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფორმით აპროტესტებენ.

მანამდე ენმ-ის წევრებმა გიორგი გახარიას მკვლელი და ჯალათი უწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი