ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი მთავრობის წევრთა მოსმენა უკვე დაიწყო

4 სექტემბერი, 2019 • 1128
პარლამენტმა ახალი მთავრობის წევრთა მოსმენა უკვე დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 4 სექტემბერს, უკვე დაიწყო ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ 2 სექტემბერს ფეისბუკზე დაპოსტა, 3 სექტემბერს კი პრემიერობის ახალ კანდიდატად “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.

პრემიერის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მთავრობის მთელი შემადგენლობა. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა განიხილოს და მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათ სტრატეგია და შემდეგ კენჭი უნდა უყაროს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შს მინისტრისას – სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი – ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობაში სხვა ცვლილება არ იგეგმება.

მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 8 სექტემბერს, კვირას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მე არ მინდა ვიყო დაკავებული აქტიური პოლიტიკით – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი