ახალი ამბები

მე არ მინდა ვიყო დაკავებული აქტიური პოლიტიკით – ბახტაძე

2 სექტემბერი, 2019 • 1142
მე არ მინდა ვიყო დაკავებული აქტიური პოლიტიკით – ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ დღეს, 2 სექტემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდება, თუმცა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრად რჩება.

“მე არ მინდა ვიყო აქტიური პოლიტიკით დაკავებული. რა თქმა უნდა, გუნდს აქვს თავისი მოსაზრება, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მე მინდა გავუსვა ხაზი მთავარს: მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეეტული მიზნით და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. შესაბამისად, მე არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არის, რომ მე არ მინდა აქტიურ პოლიტიკაში ვიყო ჩართული”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

როგორც უკვე ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ეს მისია იყო ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩო-სახელმძღვანელოს შექმნა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს მისია მან წარმატებით აღასრულა.

ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, ფეისბუკზე დაპოსტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი