ახალი ამბები

Ryanair-ს საქართველოში შემოსვლა არ გადაუვადებია

3 სექტემბერი, 2019 • 1119
Ryanair-ს საქართველოში შემოსვლა არ გადაუვადებია

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair საქართველოდან ევროპის მიმართულებით დაგეგმილი გრაფიკით – 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყებს რეისების შესრულებას.

მოქალაქეების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია ავიაკომპანიის საიტმა, სადაც ბილეთების ყიდვა უახლოეს რეისზე მხოლოდ 2020 წლის აპრილიდან იყო შესაძლებელი.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ნეტგაზეთს უთხრეს, ირლანდიურ ავიაკომპანიას რეისების შესრულება არ გადაუვადებია და სავარაუდოდ, ეს არის ვებსაიტის ტექნიკური ხარვეზი.

როგორც ნეტგაზეთმა შეამოწმა, Ryanair-ის მობილური ტელეფონის აპლიკაციით ბილეთების ყიდვა ჩვეულებრივ, 2019 წლის ნოემბრის დასაწყისიდან არის შესაძლებელი.

Ryanair ნოემბრიდან თბილისი-მილანი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელის მიმართულებით განახორციელებს ფრენებს, მომავალი წლიდან კი ერთ-ერთი ახალი მიმართულება კიოლნი იქნება. 2020 წლისთვის კი, საერთო ჯამში, ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის 12 მიმართულებით შეასრულებს რეისებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი