ახალი ამბები

WizzAir-თან და Ryanair-თან ურთიერთობის პრობლემა არ არსებობს — თურნავა

23 ივლისი, 2020 • 1087
WizzAir-თან და Ryanair-თან ურთიერთობის პრობლემა არ არსებობს — თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობასა და ავიაკომპანიებს — WizzAir-სა და Ryanair-თან „ურთიერთობის პრობლემა არ არსებობს“ და თუ მათ კითხვები ექნებათ, „პირდაპირ მიმართავენ“. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავამ აგრეთვე განაცხადა, რომ მთავრობა თანამშრომლობს მათთან, რათა „გავიდნენ ფრენების ოპტიმალურ რაოდენობაზე, რაც მათთვის კომერციულად მიმზიდველი იქნება, მაგრამ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად არ დაგვაზარალებს“.

„მე ვხედავ მცდელობას, ჩვენ შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია.  არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ურთიერთობის არ არსებობს, თუ ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვები, პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაურია სხვადასხვა ტიპის შეკითხვები, ამის გამო ხომ არ ხდება ან იმის გამო, ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია — ეს არის ადამიანების დაცვა“, — განაცხადა მინისტრმა.


აქამდე, ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აგვისტოში სამი ფრენა, მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებებით დაუშვა. როგორც სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, ეს გადაწყვეტილება მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიიღეს და ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა კიდევ დაემატოს. ამ თუ სხვა მიმართულებებით WizzAir და RyanAir ფრენებს ვერ განახორციელებენ.

ყველა ეს ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება მიუნხენის, პარიზის შარლ დე გოლისა და რიგის საერთაშორისო აერპორტების მიმართულებით.

21 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ავიაკომპანია Air France-თან შეთანხმება უკვე შედგა. შესაბამისად, 8 აგვისტოდან ავიაკომპანია კვირაში ორჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.

გუშინვე მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომ მთავრობა Air Baltic-თან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებაზე. რაც შეეხება მიუნხენის მიმართულებას, აქ  2 აგვისტოდან გერმანული ავიაკომპანია Lufthansa იფრენს. ავიარეისები Airbus A319  ტიპის საჰარო ხომალდით კვირაში ორჯერ აღნიშნული განრიგით განხორციელდება:

მასალების გადაბეჭდვის წესი