ახალი ამბები

“სირცხვილის კორიდორი” – პარლამენტთან აქცია იმართება

3 სექტემბერი, 2019 • 1210
“სირცხვილის კორიდორი” – პარლამენტთან აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან, სადაც დღეს საშემოდგო სესიის სხდომები უნდა დაიწყოს, მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები საპროტესტო აქციას მართვენ.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებენ.

აქციაზე იმყოფებიან პოიტიკოსებიც ნაციონალური მოძრაობიდან ზაალ უდუმაშვილი და სალომე სამადაშვილი, ასევე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და სხვები. ისინი აპირებენ ე.წ სირცხვლის კორიდორი მოუწყონ პარლამენტის წევრებს, როლებმაც მიმდინარე კვირაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ.

უკვე 2 თვეზე მეტია პარლამენტთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. როგორც აქცია “სირცხვილიას” აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო შს მინისტრი და თუ გახარია ახალი პრემიერი იქნება, ეს იქნება მისი დაწინაურება და, შესაბამისად, მთელი გუნდი იქნება პასუხისმგებელი მის ქმედებებზე.

აქცია “სირცხვილია” პარლამენტთან. 3 სექტემბერი, 2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი