თბილისის მერს, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ სავსებით ბუნებრივია, რომ მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა.
მისივე თქმით, სოციალური ქსელები კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, რასაც თვითონაც აქტიურად იყენებს:
“ფეისბუქი კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. თუ დააკვირდებით ჩემს საქმიანობას, ჩემი ძირითადი საკომუნიკაციო წყარო სოციალური ქსელი, კონკრეტულად კი Facebook-ია. ძალიან მჭიდრო და აქტიური ურთიერობა მაქვს საზოგადოებასთან და ფეისბუქი ამის ძალიან კარგი საშუალებაა. დღეს, 21-ე საუკუნეში აუცილებელი არ არის მხოლოდ ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას. არის სოციალური ქსელი, სადაც უამრავი, ასიათასობით ადამიანია ჩართული… შესაბამისად, [ფეისბუქი] საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა საზოგადოებასთან კომუნიკაციითვის. ასევე ტვიტერი, რომელიც მსოფლიოში მიღებულია და პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ. ისინი ასევე აქტიურად იყენებენ ფეისბუქს, ინსტაგრამს, ტვიტერს… რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა არის ამაში ცუდი?!”, – ამბობს კალაძე.
დღეს, 2 სექტემბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტექნოპარკში მხოლოდ სატელევიზიო თოქ-შოების წამყვანებს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბახტაძე ჟურნალისტებთან სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს.