ახალი ამბები

ოპერის მომღერალი ბადრი მაისურაძე მიხეილ ბატიაშვილის მოადგილედ დაინიშნა

30 აგვისტო, 2019 • 2455
ოპერის მომღერალი ბადრი მაისურაძე მიხეილ ბატიაშვილის მოადგილედ დაინიშნა

ოპერის მომღერალი ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2016 წლიდან მაისურაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

ბატიაშვილის ყოფილმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა ივლისში დატოვა. როგორც გიორგაძემ Facebook-ზე დაწერა 5 წელი საჯარო სამსახურში საკმარისი დრო იყო და კერძო სექტორს უბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი