ახალი ამბები

RMG: პროფკავშირიდან წევრების გადინებასთან საწარმოს ადმინისტრაციას კავშირი არ აქვს

23 თებერვალი, 2015 •
RMG: პროფკავშირიდან წევრების გადინებასთან საწარმოს ადმინისტრაციას კავშირი არ აქვს

კომპანია აცხადებს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევისა.

 

“უფრო მეტიც, კომპანიის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საწარმოში არსებულ პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, კომპანიაში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით”, აცხადებენ კომპანიაში.

 

RMG -ის განცხადებით, კომპანიასა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის 2014 წლის მარტში გაფორმებული სამედიაციო შეთანხმების ძირითადი პუნქტები უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროფკავშირული ორგანიზაციიდან წევრების მასობრივ გადინებასთან საწარმოს ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს და პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ცილისწამება და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიასა და მასში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობის ხელშეშლას. 

 

დღეს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტიმა თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ კომპანია RMG-ის საწარმოში დასაქმებული პირები ადმინისტრაციის ზეწოლის გამო პროფკავშირის რიგებს მასობრივად ტოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი