ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის გამოხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილებაზე

23 თებერვალი, 2015 • • 984
საპარლამენტო უმრავლესობის გამოხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილებაზე

“ალბათ, ლოგიკური გადაწყვეტილებაა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ხდება, იმიტომ, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა, მოვალეობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე პარტიული ინტერესი.  როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციაშია, მას სხვა პოლიტიკური გეზი და კურსი აქვს, რომელიც შეიძლება ხშირად განსხვავდებოდეს იმ პასუხისმგებლობისაგან, რაც შედის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებებში. ამ შემთხვევაში უფრო პრიორიტეტულია ეს ვალდებულება, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვაქვს. მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბესელიამ. 


ზემოხსენებულ საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი თამარ კორძაია. იგი ხაზს თავისუფალ დემოკრატებთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს:


“თავისუფალ დემოკრატებს საკმაოდ კარგი წარმომადგენლები ჰყავდათ პარლამენტში შესაბამის თანამდბეობებზე, თუ ისინი დღეს წყვეტენ, რომ აღარ იყვნენ თანამდებობებზე, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ამით ისინი თავისუფლდებიან იმ თანამდებობრივი შებოჭვისგან, რომელიც აიძულებდა, რომ გარკვეულ შემთხვეევბში კრიტიკისაგან თავი შეეკავებინათ, ოპოზიციური პარტია ამ შემთხვევაში თავისუფალი იქნება შეფასებებში. ვფიქრობ, თავისუფალ დემოკრატებთან კოალიციურ და არაკოალციურ ფარგლებში საკმაოდ კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ პარლამენტის წევრებს და მომავალშიც ასე იქნება, – განაცხადა კორძაიამ.


მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადააყენა “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები.

 

 

 საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია და სამი მათგანი იყო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. კერძოდ, ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, გია ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო დავით ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი