ახალი ამბები

საქართველოს ბანკი და მასტერქარდი მომხმარებელს აძლევენ შანს დაესწროს უეფას სუპერთასის თამაშს

10 ივნისი, 2015 • 1546
საქართველოს ბანკი და მასტერქარდი მომხმარებელს აძლევენ შანს დაესწროს უეფას სუპერთასის თამაშს

ის მომხმარებელი, ვინც 15 ივლისის ჩათვლით გადაიხდის საქართველოში გაცემული მასტერქარდის ბარათით, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.

გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას მასტერქარდის ბარათებით განხორციელებული გადახდები. გათამაშებას ეყოლება 11 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან დოლურის პრინციპით 27 ივლისს, 12:00 საათზე.

 

თითოეული გამარჯვებული მიიღებს 2 ბილეთს –  ერთს ზრდასრულისთვის და მეორეს თანმხლები ბავშვისთვის, 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრებად თბილისში. გამარჯვებულ ბავშვს მიეცემა უნიკალური შანსი დადგეს მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.mastercardcampaign.ge

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი