ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან ახლოს

23 თებერვალი, 2015 • • 2028
მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან ახლოს

საქართველოს საზღვრიდან 115 კილომეტრში, აზერბაიჯანის ქალაქ შამქორთან ახლოს მიწისძვრა დღეს, 12:04 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს.

 

აზერბაიჯანული მედიის, apa.az-ის ცნობით, მიწისძვრა ეპიცენტრთან იყო 4 მაგნიტუდის სიმძლავრის, ხოლო მახლობელ რეგიონებში 3.2 მაგნიტუდას აღწევდა. 

 

ამავე გამოცემის ცნობით, შამქორის მიწისძვრამდე 7 წუთით ადრე, ყაბალას რაიონში დილის 11:57 წუთზე მოხდა კიდევ ერთი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე ეპიცენტრში 3.3 მაგნიტუდა იყო. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სიღრმეში 14 კმ-ია და ამიტომ არ იგრძნობოდა.

 

კიდევ ერთი, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, apa.az-ის ცნობით, მოხდა კასპიის ზღვის სანაპიროზე, დილის რვა საათზე.

მიწისძვრა შამქორთან. 23.02.2014. ფოტო: ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრი
მიწისძვრა შამქორთან. 23.02.2014. ფოტო: ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი