“ჯერჯერობით გზა კვლავ გადაკეტილია, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხდება საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გავლით. რიკოთზე კვლავ ცუდი ამინდია, კიდე ჩამოდის ნაშალი, ამიტომ საშიშროება ისევ არის. გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილის 7:00 საათიდან განახლდა, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მუშები, თუმცა მთის ჩამონაშალი, ქვები და ფიჩხები ჩამოდის, 2 000 კუბური მეტრის ჩამონაშალი ჩამოვიდა გუშინ, რაც საკმაოდ დიდი მასაა, ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცით როდის გაიხსნება გზა”, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა გოცირიძე.
რუკოთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.