ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის ძმა სექტემბრიდან პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს

28 აგვისტო, 2019 • 1795
დეკანოზ მამალაძის ძმა სექტემბრიდან პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიე მამალაძე სექტემბრიდან პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს. როგორც თორნიკე მამალაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, დეკანოზის ოჯახმა მსჯავრდებულის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა, თუმცა მამალაძე არ შეიწყალეს.

თორნიკე მამალაძე გეგმავს, სექტემბრიდან პროტესტის ახალი ტალღა წამოიწყოს. მისი თქმით, ასევე გეგმავს აქციების გამართვასაც, თუმცა ამ დროისთვის უფრო კონკრტულ გეგმებზე არ საუბრობს.

მანამდე დაკავებული დეკანოზის ძმა აქციას საპატრიარქოს შენობასთან მართავდა, მას ადგილზე კარავიც ჰქოდნა გაშლილი და ძმის შეწყალებას ითხოვდა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი