“ეს არის საერთაშორისოდ მიღებული და მაქსიმალურად რბილად გაწერლი გარდამავალი პერიოდის დოკუმენტი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ბიზნესს:, – განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მინისტრის თქმით, შრომის გენერალური ინსპექიის შექმნის საკითხზე სახელმწიფოს, პროფკავშირებსა და დამსაქმებლებს შორის კონსულტაციები თვეების განმავლობაში მიმდინარობდა.
“შრომის ინსპექცია რომ დაინერგოს, ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება, რაც არ არის მოკლე პერიოდი. რამდენიმე თვე სჭირდება და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც დეტალურად გაეცნობიან შრომის ინსპექციის შინაარსს, არანაირი კითხვა არ დარჩება და არანაირი საფრთხე არ შეემქნება ბიზნესს”, – ამბობს სერგეენკო.
მინისტრის განმარტებით, ყველაზე მთავარი საკითხი შრომის ინსპექციაში არის ტრეფიკინგი და დასაქმებულთა უკანონო ექსპლუატაცია. სერგეენკოს თქმით, ხელშეკრულებების არ გადაიხედება, არამედ გადაიხედება ის პირობები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ტრეფიკინგის რისკს.