ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

27 აგვისტო, 2019 • 1874
სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა  მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანგი ხუციშვილი ამბობს, შეწყალებულთაგან ერთი არასრულწლოვანი, 8 კი ქალია.

„საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი